თუ მეგობრებთან ერთად იდეალურ საგაზაფხულო დასვენებას გეგმავ, ესტუმრე სასტუმრო “გუდაური ინნ”-ს, სადაც მზე, თოვლი, მთები, თხილამურები და კავკასიონის ხედები გელოდება!
“გუდაური ინნ” ხელსაყრელი ლოკაციითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის მდებარეობს იქ, სადაც თოვლიანი ზამთარი და მზიანი გაზაფხული ერთნაირად ლამაზია და საოცარ შთაბეჭდილებებს უქმნის სტუმარს. გარდა ამისა, სასტუმრო ყველასთვის საყვარელ სათხილამურო სივრცესთანაა ახლოს.
ახლა, მარტში, როდესაც მზე უკვე გამოვიდა და დათბა, “გუდაური ინნ”-ში ჯერ კიდევ თოვლია და შეგიძლია თხილამურებით სრიალი, ექსტრემალური გართობა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა და აქტიურად გატარებული დღის შემდეგ, სასტუმროში დასვენება.
ჩვენთან დაუვიწყარი განტვირთვა გელოდება, რადგან დაგხვდება დახურული, თბილი აუზი, სადაც მეგობრებთან ერთად დროის გატარებას არაფერი სჯობს. გელოდება ასევე საუნა, სრული რელაქსისთვის.
“გუდაური ინნ”-ის ახალი კორპუსი გამოირჩევა პრემიუმ-კლასის ნომრებით, სადაც ყველა სტუმარი კომფორტულად დაისვენებს, რადგან ოთახში ყველა საჭირო ინვენტარი დაგხვდებათ.
არ დაგავიწყდეს, რომ ოთახის ფასში შედის საუზმეც, დილის პოზიტიურად დასაწყებად. გასინჯავ არა მხოლოდ სტანდარტულ კერძებს, არამედ, გაიცნობ ქართული და უცხოური კულინარიის სინთეზს.
ჩვენთან გატარებული თითოეული საღამო ძალიან დიდხანს დაგამახსოვრდება, რადგან ოთახის ფანჯრებიდან საოცარი ხედები იშლება. ისიამოვნე მთებისა და ცისფერი ცის ყურებით დღისით, საღამოს კი მზის ჩასვლის ულამაზესი კადრებით. თუ მომენტების აღბეჭდვა გიყვარს, აუცილებლად წამოიღე ფოტო-კამერა.
“გუდაური ინნ” არ არის მხოლოდ სასტუმრო. ეს ის ადგილია, სადაც დაისვენებ, პოზიტივით დაიმუხტები და უამრავ მოგონებას შეაგროვებ მეგობრებთან ერთად.